ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ ორი ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას

20:45, 20.05.2020

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კვლავ ორი ინფიცირებული პაციენტი რჩება. სამედიცინო დაწესებულებაში დღეს ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებოდნენ, თუმცა განმეორებითი საკონტროლო ტესტის პასუხი საეჭვო აღმოჩნდა.

კლინიკის დირექტორის, ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, პაციენტი ისევ გააგრძელებს მკურნალობას და მას გამოკვლევები ოთხი დღის შემდეგ კვლავ ჩაუტარდება.

„მედალფაში“ დარჩენილი ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი