ბათუმის „მედალფადან“ დღეს შვიდი პაციენტი გაწერეს, მკურნალობას ოთხი კოვიდინფიცირებული განაგრძობს

17:52, 12.05.2020

ბათუმის კლინიკა „მედალფადან“ დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული შვიდი პაციენტი გაწერეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, განმეორებითი ტესტირების შედეგად, მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ.

სამედიცინო დაწესებულებაში ოთხი კოვიდინფიცირებული რჩება.

როგორც „მედალფას“ დირექტორი ინგა ხოზრევანიძე აცხადებს, კლინიკიდან შესაძლოა, კიდევ ერთი პაციენტი გაწერონ.

მსგავსი