ბათუმის კლინიკა „მედალფა“ შესაძლოა, დღეს ოთხმა დარჩენილმა პაციენტმაც დატოვოს 
ბათუმის კლინიკა „მედალფა“ შესაძლოა, დღეს ოთხმა დარჩენილმა პაციენტმაც დატოვოს 

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტის განმეორებითი, საკონტროლო ტესტების პასუხებს ელოდებიან, რის შემდეგაც, შესაძლოა, სამედიცინო დაწესებულება ოთხივემ დატოვოს.

„შესაძლოა, მალე ოთხივე გავწეროთ, პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში იმყოფებოდა, თავს კარგად გრძნობს, ველოდებით განმეორებითი ტესტების პასუხებს, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა ინგა ხოზრევანიძემ.

აჭარაში ინფიცირებულ ყველა პირს კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდნენ. პაციენტების მაქსიმალური რაოდენობა 42-ს აღწევდა. ამჟამად კლინიკაში ამ დიაგნოზით მხოლოდ ოთხი პაციენტი იმყოფება.