კორონავირუსის პრევენციისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 100 000 ლარი გამოიყო
კორონავირუსის პრევენციისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 100 000 ლარი გამოიყო

აჭარაში კორონავირუსის პრევენციისთვის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 100 000 ლარი გამოიყო. თანხა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სტრატეგიული მარაგების შევსებისთვის გადაეცემა.სა

თორნიკე რიჟვაძე დღეს პრევენციის ფარგლებში მოქმედ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, მუნიციპალიტეტების მერები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა კონკრეტული დავალებები მიიღეს, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შესახებ.

სადეზინფექციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს.