ივანე მაჭავარიანი - სარეზერვო ფონდი პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან კონფლიქტში მოდიოდა
ივანე მაჭავარიანი - სარეზერვო ფონდი პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან კონფლიქტში მოდიოდა

სარეზერვო ფონდი პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან კონფლიქტში მოდიოდა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ძირითადად, ისეთი მოვლენების დასაფინანსებლად იქმნება, რომელთა განჭვრეტა დასაწყისში ძნელია.

„სარეზერვო ფონდი პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან კონფლიქტში მოდიოდა. იქნება ეს მთავრობისა თუ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ძირითადად ისეთი მოვლენების დასაფინანსებლად იქმნება, რომელთ განჭვრეტა დასაწყისში ძნელია. შესაბამისად, ბიუჯეტის დაგეგმვა რთულია. მაგალითად, შეიძლება ეს იყოს სტიქიური მოვლენები ან პირობითად, ჩვენმა სპორტსმენებმა იმაზე მეტი ოლიმპიური მედალი მოიტანეს, ვიდრე წარმოგვედგინა და შეიძლება ამისთვის იყოს გამოყენებული. თუ დააკვირდებით, ეს არის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენები. ამ შემთხვევაში, ეს არარელევანტურია პრეზიდენტის დღევანდელ უფლებამოსილებასთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯებს რაც შეეხება, დამერწმუნეთ, რომ ამ მიმართულებით მოხდება თანხის გამოყოფა. კონსულტაციები გაგრძელდება და ყველაფერი გაკეთდება, რომ არათუ დასუსტდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, არამედ გაძლიერდეს. რა თანხაც დასჭირდებათ თანამშრომლებს, ბიუჯეტში გარანტირებული იქნება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.