მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა 50-დან 40 მილიონ ლარამდე მცირდება

18:13, 30.09.2019

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა მომავალ წელს 40 მილიონი ლარი იქნება. ამას 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.

მიმდინარე წელს სარეზერვო ფონდის მოცულობა 50 მილიონი ლარია.

ამასთან, იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ფონდიდან უკვე გამოყოფილია 39.9 მილიონი ლარი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს გაუქმდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. მისი აღდგენა არც 2020 წელს იგეგმება.

 

 

 

მსგავსი