ცესკო-ს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 4 466 910 ლარი გამოეყო
ცესკო-ს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 4 466 910 ლარი გამოეყო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შუალედური არჩევნების ჩასატარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 4 466 910 ლარი გამოეყო.

განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ მოაწერა ხელი.

საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.