პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან შარშან 4 მილიონ 857 ათასი ლარი დაიხარჯა
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან შარშან 4 მილიონ 857 ათასი ლარი დაიხარჯა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან შარშან 4 მილიონ 857 ათასი ლარი დაიხარჯა. თანხის უმეტესი ნაწილი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, საგანმანათლებლო და კულტურული დანიშნულებით გამოიყო.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ კი ფონდიდან დაახლოებით 267 ათასი ლარი დაიხარჯა. თანხა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განკარგა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხები ბიუჯეტიდან არ გამოიყო.

სალომე ზურაბიშვილი ახალი ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, სადაც თანხების ჩარიცხვა კერძო პირებს შეეძლებათ. წინა წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 5 მილიონი ლარი იყო.