მთავრობის სარეზერვო ფონდი წელს 10 მილიონი ლარით იზრდება
მთავრობის სარეზერვო ფონდი წელს 10 მილიონი ლარით იზრდება

მთავრობის სარეზერვო ფონდი წელს 10 მილიონი ლარით, 60 მილიონ ლარამდე იზრდება. ცვლილება 2018 წლის ბიუჯეტში შედის.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ზრდა გამოწვეულია არჩევნების მეორე ტურის დაფინანსების, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში 10 პროცენტზე მეტი ხმების მიმღები სუბიექტებისთვის საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული თანხების ანაზღაურებით.

ამასთან, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მილიონი ლარი იქნება, რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, ამისთვის თანხის გამოყოფა გათვალისწინებული არ არის.