„კონსერვატიულმა პარტიამ“ პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
„კონსერვატიულმა პარტიამ“ დღეს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბათუმის ოლქში ნატალია ძიძიგური, უმაღლეს საბჭოში კი, ლადო ურუშაძე იბრძოლებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „კონსერვატიული პარტიის“ სიის პირველი ნომერი მერაბ ბოლქვაძე იქნება.
მხარდამჭერებს კანდიდატები პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ბათუმში წარუდგინა.
„მინდა, მიაქციოთ ყურადღება ნომერ 47-ს, რადგან საქართველოს პარლამენტში მეტი კონსერვატორი იყოს, ვიდრე ლიბერალი. „კონსერვატიული პარტია“ სრულიად განსხვავებული საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. ჩვენ არ ვერთვებით პარტიების წინასაარჩევნო კინკლაობაში, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.