კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რადასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციას სააკაშვილიც შეუერთდა.
„ჩემი კიდევ ერთი დღე თავისუფლებაზე თქვენი დამსახურებაა“, – მიმართა სააკაშვილმა რადასთან შეკრებილებს.
ამასთან, ე.წ. კარვების ქალაქში დგას ყუთი, სადაც, როგორც სააკაშვილი აცხადებს, საკვებისა და საწვავის ფულს აგროვებენ.