ხვალ გახდება ცნობილი, ვინ უხელმძღვანელებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს
ხვალ გახდება ცნობილი, ვინ უხელმძღვანელებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ხვალ დაასახელებს, მისი რომელი მოადგილე უხელმძღვანელებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს.

მისივე თქმით, მედეა მეტრეველი რჩება პროქტში და მითქმა-მოთქმა უნდა დასრულდეს.

„როგორც მე ვამბობდი, ისე იქნება. წიგნის ეროვნული ცენტრი არ ჩამოშორდება პროექტს, პირიქით, ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ. შეიქმნება ფართოსმაშტაბიანი საზოგადოებრივი საბჭო და ყველამ
აქტიურად უნდა ვიმუშავოთ“, –  აცხადებს მიხეილ გიორგაძე.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი დატოვა.