ხევების ადიდების გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე შეზღუდვა დაწესდა
უხვი ნალექის შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები. ინფორმაციას საავტომნობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამის გამო, აღნიშნული გზის კმ8-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.