რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

20:15, 13.07.2021

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (უხვი ნალექი, ნისლი) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

მსგავსი