რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (უხვი ნალექი, ნისლი) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.