თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზაზე 11.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება
თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზაზე 11.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 11.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება, – ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სარეაბილიტაციო გზა თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება სოფელ ჯუღაანიდან, გაივლის სოფელ სანიორეს, სოფელ ნაფარეულს და სრულდება სოფელ შქარიანის კვანძთან. გზის მიმდებარედ არის საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, ღვინის საწარმოები, ბენზინგასამართი სადგურები, კომერციული ფართები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, შესაბამისად, ამ გზის გამართულად ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო და გაზრდილი მოძრაობის ინტენსივობის პირობებში გადაადგილებას აფერხებდა. გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, კიუვეტები, ავტობუსის გასაჩერებელი პავილიონები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ ეტაპზე 9 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია. შესრულებულია სამუშაოების 70%-მდე. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11 659 030 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.