ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე, სოფელ ბაბილთან განვითარებული ღვარცოფული პროცესების გამო მოძრაობა აიკრძალა
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე, სოფელ ბაბილთან განვითარებული ღვარცოფული პროცესების გამო მოძრაობა აიკრძალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ92 (სოფელი ბაბილი) მონაკვეთზე, 300 მ-ზე ძლიერი წვიმის შედეგად ღვარცოფული პროცესები განვითარდა.

ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღნიშნულის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.