ფშაველი–აბანო–ომალოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები დაწესდა
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები დაწესდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 61-ე კილომეტრზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოვიდა მეწყერი. ამის გამო, კმ30-კმ72 (აბანო-ომალო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე საავტომობილო გზის კმ12-კმ30 (ლეჩური-აბანო) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.