ჩინეთის ქალაქ სიანში ღვარცოფსა და წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაკარგულად ითვლება

12:24, 12.08.2023

ჩინეთის ქალაქ სიანში ღვარცოფსა და წყალდიდობას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, ქალაქში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები, წყალმომარაგების ობიექტები, დანგრეულია სახლები. ადგილზე მობილიზებული არიან სამძებრო-სამაშველო ჯგუფები.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზაზე მოაწყო კორდონები, ხოლო ქალაქმა დახმარებისთვის თითქმის 3 900 პოლიციელი გაგზავნა.

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ჰარბინში, სარკინიგზო მოძრაობა შეჩერებულია.

მსგავსი