ჩინეთის ქალაქ სიანში ღვარცოფსა და წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაკარგულად ითვლება
ჩინეთის ქალაქ სიანში ღვარცოფსა და წყალდიდობას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მედიის ცნობით, ქალაქში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები, წყალმომარაგების ობიექტები, დანგრეულია სახლები. ადგილზე მობილიზებული არიან სამძებრო-სამაშველო ჯგუფები.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზაზე მოაწყო კორდონები, ხოლო ქალაქმა დახმარებისთვის თითქმის 3 900 პოლიციელი გაგზავნა.
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ჰარბინში, სარკინიგზო მოძრაობა შეჩერებულია.