სომხეთში ჩინეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული - ჩინეთი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის იდეას
სომხეთში ჩინეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული - ჩინეთი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის იდეას

ჩინეთი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის იდეას, – ამის შესახებ სომხეთში ჩინეთის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ჩენ მინმა, ე.წ. ზანგეზურის დერეფნის საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ჩინელმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ყველა არსებულ პრობლემას მშვიდობიანი დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით მოაგვარებენ. ჩენ მინის განცხადებით, პეკინი დაინტერესებულია, რომ წამყვანმა ჩინურმა კომპანიებმა შეასრულონ თავიანთი როლი რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორის მაღალი ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების სფეროში.

„ვინაიდან ჩვენ ამ ყველაფრით ვართ დაინტერესებული, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეგიონში არსებული პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტას, რათა წვლილი შევიტანოთ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის განვითარებასა და ამ ინიციატივაში რეგიონის ჩართვაში“, – განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა.