ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე შეზღუდვები დაწესდა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე შეზღუდვები დაწესდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილი გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დატოვე კომენტარი