ხელოვნების სასახლეში მხატვარ მანანა თუმანიშვილის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
ხელოვნების სასახლეში მხატვარ მანანა თუმანიშვილის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა 9 მარტს გაიმართება.
ექსპოზიცია მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ჟანრში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს, რომელშიც გამოყენებულია აკვარელი, ზეთი, გრაფიკა და შერეული ტექნიკა.
თბილისის სამატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, 1966-2010 წლებში, მანანა თუმანიშვილი კითხულობდა ხელოვნების ისტორიის კურსს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, პარალელურად ასწავლიდა აკვარელს გამოყენებითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ფაკულტეტზე.
აღსანიშნავია, რომ მხატვრის ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოიფინა როგორც საქართველოში ასევე, საფრანგეთში, შვეიცარიასა და ბაქოში.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 9 მარტს გაიხსნება და 19 მარტამდე გაგრძელდება.