პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოფენა-გაყიდვა იმართება
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოფენა-გაყიდვა იმართება

თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოფენა-გაყიდვა იმართება. დამწყებ სტარტაპერებს ოკუპაციის თემაზე საკუთარი პროდუქცია აქვთ წარმოდგენილი. მათი თქმით, გაყიდული პროდუქციის 20 პროცენტით ისინი აქციის ორგანიზატორებს დაეხმარებიან, რათა მშვიდობიანი აქცია გაგრძელდეს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციაზე მედიაპროექტი „სირცხვილია“ ხვალიდან გაგრძელდება.

შეგახსენებთ, აქცია პარლამენტთან შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით 21 ივნისიდან იმართება. დღეს აქციის 39-ე დღეა.