ზუგდიდში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა [ფოტო]
ზუგდიდში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა [ფოტო]

ზუგდიდში სოფელ ჯუმის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციტივით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომლის მიზანიც ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია იყო.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის „მომავლის თაობა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის და მედიის წარმომადგენლებმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სოფლის ნატურალური, ბიოლოგიურად სუფთა სასოფლო სამეურნეო პროდუქტი, მოსწავლეებმა დაარიგეს საინფორმაციო მასალა ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის მიზნით. ზუგდიდის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, ბიოლოგიურად სუფთა საკვები შეეძინა.

სოფელ ჯუმის მოსწავლეების მიერ განხორციელებული მცირე გრანტის პროექტი ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე მოსახლეობის ინფორმირებას ისახავდა მიზნად. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებმა ითანამშრომლეს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. გენმოდიფიცირებული საკვების მავნებლობაზე და ორგანული საკვების უპირატესობაზე მოსწავლეებმა დაამზადეს და სკოლაში გამოაკრეს საინფორმაციო კედლის გაზეთი, თემში გაავრცელეს თემატური საინფორმაციო ბროშურები, სკოლაში მოეწყო სემინარი, ფილმის ჩვენება-განხილვა, ნახატების გამოფენა-კონკურსი. პროექტი დასრულდება სოფელ ჯუმის მოსწავლეების მიერ ორგანიზებული გამოფენა-გაყიდვით.

ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

დატოვე კომენტარი