ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ლია შველიძის პერსონალური გამოფენა „მზერა“ გაიხსნა
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ლია შველიძის პერსონალური გამოფენა „მზერა“ გაიხსნა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ლია შველიძის გამოფენა „მზერა“ გაიხსნა.

ლია შველიძის ნამუშევრები 1980-იანი წლებიდან ხშირად არის გამოფენილი სხვადასხვა მუზეუმსა და გალერეაში. მხატვრის ნამუშევრები დაცულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ფონდებსა და კოლექციებში.

1987-1991 წლებში ლია შველიძე აქტიურად მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში ჯგუფ „მე-10 სართულის“ მხატვრებთან ერთად. მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალსა და ჯგუფურ გამოფენაში.

მხატვრის შემოქმედებით ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 1994 წელს საქართველოს ხელოვნების მუზეუმსა და 2016 წელს ბაქოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართული პერსონალური ექსპოზიციები, ასევე 2000-2003 წლებში „ძველ გალერეაში“ გამართული გამოფენების სერია „დაჯექი“ .

გამოფენა 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.