პარლამენტის წინ სხვადასხვა ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება
პარლამენტის წინ სხვადასხვა ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გამოფენა-გაყიდვა იმართება.

ღონისძიებაში მონაწილე პირებს სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, ასევე სუვენირები აქვთ გამოტანილი. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას იღებენ სტარტაპერებიც.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ნივთების გაყიდვიდან შესული თანხის 20 პროცენტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების საორგანიზაციო ჯგუფის ანგარიშზე გადაირიცხება.

გამოფენა-გაყიდვის შემდეგ, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდება.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 20 ივნისიდან შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება.