ბათუმში ახალგაზრდა მხატვარ ივანე კეზუას გამოფენა გაიხსნა
ბათუმში ახალგაზრდა მხატვარ ივანე კეზუას გამოფენა გაიხსნა

ბათუმში ახალგაზრდა მხატვრის ივანე კეზუას გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილი პორტრეტები წარმოადგინა. გამოფენისთვის ხელოვანმა ბათუმის ცენტრალური პარკი შეარჩია.

„წარმოდგენილი მაქვს პორტრეტების სერია, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში იქმნებოდა, ამ პორტრეტებში ჩანს ადამიანების სულიერი განწყობა, უფრო დეპრესიული, რაც ბოლო დროს სამყაროშია და ვისურვებდი, ეს განწყობა სიხარულითა და პოზიტივით შეიცვალოს“, – აცხადებს ივანე კეზუა.

მხატვარი გამოფენებს ბათუმის შემდეგ ზუგდიდსა და ქუთაისში გეგმავს.