ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მოედანს უახლოვდება. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ცეცხლის ალშია გახვეული ტაძრის სხვა ნაწილებიც.
მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
ვრცელდება ცნობა, რომ ადგილზე გაემგზავრა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
„როიტერსის“ ცნობით, საფრანგეთის პროკურატურამ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსის სამრეკლო ჩამოინგრა.