ხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე გუმბათის სვეტი ჩამოინგრა [ვიდეო]

ხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსის გუმბათის სვეტი ჩამოინგრა. „ფრანს პრესის“ ცნობით, ამის შესახებ პარიზის მერის მოადგილემ განაცხადა.

ჯერერობით უცნობია, რა გახდა ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი. თუმცა, როგორც „ბიბისი“ წერს, ხანძარი შესაძლო ტაძარში მიმდინარე სარსტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.

პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დატოვონ და გზა გაუთავისუფლონ საგანგებო სამსახურების ტექნიკას.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.