ამერიკელი მსახიობის კევინ სპეისის გარშემო სკანდალი კვლავ გრძელდება – მსახიობს ახლა რასიზმში ადანაშაულებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მსახიობი კევინ სპეისი სერიალი “ბანქოს სახლის” გადაღებების დროს, რასისტულ კომენტარებს აკეთებდა.
ასეთი ბრალდებით გამოცემა Daily Mail-ს, VIP Protective Services-ის დაცვის სამსახურის სააგენტოს თანამშრომელმა ერლ ბლუმ მიმართა.
მისი თქმით, სპეისი აფროამერიკელი დაცვის სამსახურის წარმომადგენლებისთვის ხელი ჩამორთმევაზე უარს ამბობდა და გადასაღები მოედნიდან მათ გაშვებას ითხოვდა.