კევინ სპეისს რასიზმში ადანაშაულებენ

13:52, 16.01.2018

ამერიკელი მსახიობის კევინ სპეისის გარშემო სკანდალი კვლავ გრძელდება – მსახიობს ახლა რასიზმში ადანაშაულებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მსახიობი კევინ სპეისი სერიალი “ბანქოს სახლის” გადაღებების დროს, რასისტულ კომენტარებს აკეთებდა.

ასეთი ბრალდებით გამოცემა Daily Mail-ს, VIP Protective Services-ის დაცვის სამსახურის სააგენტოს თანამშრომელმა ერლ ბლუმ მიმართა.

მისი თქმით, სპეისი აფროამერიკელი დაცვის სამსახურის წარმომადგენლებისთვის ხელი ჩამორთმევაზე უარს ამბობდა და გადასაღები მოედნიდან მათ გაშვებას ითხოვდა.

მსგავსი