კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის შესახებ ტრენინგები გაიმართა
კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის შესახებ ტრენინგები გაიმართა

კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის შესახებ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები გაიმართა.

იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარებისა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოების ხელმძღვანელებმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს.

მონაწილეები ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (my.gov.ge) პრაქტიკული დანიშნულებას გაეცნენ.

 

როგორც ცნობილია,2019 წლის 1-ლი იანვრიდან იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა უწევთ, ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა აუცილებელი ხდება.