საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისთვის ევროკავშირის პროექტის ერთკვირიანი ტრენინგკურსი დაიწყო
საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისთვის ევროკავშირის პროექტის ერთკვირიანი ტრენინგკურსი დაიწყო

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, CyberEast-ის, „ევროკავშირის სამართალდამცავ უწყებათა ტრენინგის სააგენტოს“ (CEPOL), ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OSCE) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში იმართება ტრენინგკურსი „ღია დაზვერვისა (OSINT) და ონლაინ გამოძიების შესავალი ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის“ (Open-Source Intelligence (OSINT) and Online Investigation for the investigators of the Ministry of Finance), – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 25 გამომძიებელი მონაწილეობს.

„ტრენინგი მიზნად ისახავს ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის პრაქტიკული უნარების გაღრმავებას, OSINT ინსტრუმენტების სწორ გამოყენებასა და არსებული მეთოდოლოგიის გაცნობას.

ტრენინგს წარუძღვებიან ევროკავშირის ექსპერტები, რომლებიც თეორიული მასალებითა და პრაქტიკული დავალებებით მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ღია დაზვერვის მეთოდოლოგიაში. კურსი ხორციელდება ონლაინ ფორმატში, ევროკავშირის სამართალდამცავ უწყებათა ტრენინგის სააგენტოს LEED პლატფორმის მეშვეობით“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.