ბორჯომში მდებარე სასტუმროსთან ინციდენტზე შსს-მ გამოძიება ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო
ბორჯომში მდებარე სასტუმროსთან ინციდენტზე შსს-მ გამოძიება ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომის სასტუმროსთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა და ქვების სროლა დაიწყო. პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს ბორჯომში მიმავალ გზაზე თბილისიდან აედევნენ.