ამერიკაში , კენტუკის შტატის სკოლაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ შტატის გუბერნატორი, მეთ ბევინი ადასტურებს.
მისი თქმით, არიან დაჭრილებიც, რომლებიც სკოლის ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს და ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
სკოლაზე შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია.
თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.