ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა ღაზის სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე იარაღი აღმოაჩინეს
ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა ღაზის სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე იარაღი აღმოაჩინეს

ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა ღაზის სექტორის ყველაზე დიდ, ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე იარაღი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ იარაღის აღმოჩენა შიფას ჰოსპიტალში მიუთითებს ტერორისტული ჯგუფის ყოფნაზე.

არ არსებობს ცნობა, რომ მძევლები ამჟამად საავადმყოფოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, მაგრამ ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ოპერაციის შედეგად, შესაძლოა, მიიღონ სადაზვერვო ინფორმაცია ტყვეების შესახებ.

სამხედროები აცხადებენ, რომ მიმდინარე ოპერაციის დროს ჯარებს, პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს ალ-შიფას ჰოსპიტალში შეხება არ ჰქონიათ. ისრელის არმიის სამხედროებმა საავადმყოფოს გარეთ სროლის დროს „ჰამასის“, სულ მცირე, ხუთი შეიარაღებული პირი მოკლეს.