არაბული მედიის ცნობით, ისრაელის არმიას ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფო ალყაში აქვს მოქცეული
არაბული მედიის ცნობით, ისრაელის არმიას ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფო ალყაში აქვს მოქცეული

არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიას ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფო ალყაში აქვს მოქცეული და სასწრაფო დახმარების მანქანებმა მთლიანად შეაჩერეს დაშავებულებისა და ავადმყოფების გადაყვანა ალ-შიფას კომპლექსში.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის დაბომბვამ გაანადგურა კარდიოლოგიური განყოფილება ალ-შიფას კომპლექსში, გარდა ამისა, დაიღუპა ხუთი ბავშვი, მათ შორის სამი დღენაკლული ბავშვი.

პალესტინური მედიის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ვინც საავადმყოფოს კომპლექსის შენობებს შორის მოძრაობს ან თუნდაც ცდილობს, დატოვოს ტერიტორია, ისრაელის სამხედროების მხრიდან სროლის სამიზნე გახდა.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა აუდიოჩანაწერი გაავრცელეს, სადაც ოფიცერი ღაზის საავადმყოფოების პერსონალს ინსტრუქციებს აძლევს, როგორ დატოვონ საავადმყოფოები უსაფრთხოდ სამხრეთის მიმართულებით.

ისრაელის არმიამ „ჰამასი“ ღაზის საავადმყოფოების ტერორისტული მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.