იერუსალიმის ეკლესიების წინამძღოლებმა ღაზის სექტორში საავადმყოფოს დაბომბვას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდეს
იერუსალიმის ეკლესიების წინამძღოლებმა ღაზის სექტორში საავადმყოფოს დაბომბვას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდეს

იერუსალიმის ეკლესიების წინამძღოლებმა ღაზის სექტორში, ალ-აჰლის საავადმყოფოს დაბომბვას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდეს.

ანგლიკანური ეკლესიის არქიეპისკოპოსი ჰოსამ ნაუმი, ვინც ხელმძღვანელობდა იერუსალიმის საეპისკოპოსო ეპარქიას, რომელიც მართავს ღაზის ალ-აჰლი ალ-არაბის საავადმყოფოს, აცხადებს, რომ საავადმყოფო და ეკლესიები რეგიონში დარჩება ღია ხალხისთვის თავშესაფრის საძიებლად.

ჰოსამ ნაუმმა ასევე თქვა, რომ საავადმყოფომ ისრაელისგან მიიღო სამი შეტყობინება ევაკუაციის შესახებ, აფეთქებამდე, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა ეს გაფრთხილებები პირდაპირ კავშირში აფეთქებასთან.

პალესტინის ლიდერების მტკიცებით, ალ-აჰლის საავადმყოფოს დაბომბვას 471 ადამიანი ემსვერპლა. პალესტინელები ამბობენ, რომ საავადმყოფო ისრაელმა დაბომბა, თუმცა ისრაელის ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე „ისლამური ჯიჰადის“ რაკეტა ჩავარდა.