ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექიმები აცხადებენ, რომ ღაზაში ათზე მეტი საავადმყოფო აღარ მუშაობს

19:41, 07.11.2023

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ღაზის სექტორში 35-დან 15 საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს.

მისი თქმით, საავადმყოფოების პარალიზების მიზეზი ისრაელის მხრიდან განხორციელებული პირდაპირი თავდასხმები და საწვავის ნაკლებობაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორში სხვა საავადმყოფოებიც ნაწილობრივ მუშაობს.

მსგავსი