ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექიმები აცხადებენ, რომ ღაზაში ათზე მეტი საავადმყოფო აღარ მუშაობს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ღაზის სექტორში 35-დან 15 საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს.
მისი თქმით, საავადმყოფოების პარალიზების მიზეზი ისრაელის მხრიდან განხორციელებული პირდაპირი თავდასხმები და საწვავის ნაკლებობაა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორში სხვა საავადმყოფოებიც ნაწილობრივ მუშაობს.