„ბიბისის“ ცნობით, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები მძევლად აიყვანეს
„ბიბისის“ ცნობით, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები მძევლად აიყვანეს

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქ მარიუპოლში ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები მძევლად აიყვანეს.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამასთან, როგორც ტელეგრამ არხზე დონეცკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო წერს, რუსი სამხედროები ექიმებს და პაციენტებს საავადმყოფოდან გასვლის უფლებას არ აძლევენ.

პაველ კირილენკოს ინფორმაციით, საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა: „საავადმყოფოდან გასვლა შეუძლებელია. ისვრიან, ვსხედვართ სარდაფში. მანქანები საავამდყოფოსათან უკვე ორი დღეა, ვერ მიდიან. გარშემო იწვის მრავალსართულიანი სახლები. ჩვენს საავამდყოფში რუსებმა შეყარეს 400 ადამიანი გვერდით მდებარე სახლებიდან. გარეთ ვერ გავდივართ“.