კემეროვოს ოლქის გუბერნატორი გადადგა. ამინ ტულეევმა თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვების თხოვნით რუსეთის პრეზიდენტს დღეს მიმართა.
73 წლის ტულეევი კემეროვის გუბერნატორად პირველად 1997 წელს აირჩიეს. მას აღნიშნული თანამდებობა ოთხჯერ ეკავა.
შეგახსენებთ, რომ კემეროვოში 25 მარტს სავაჭრო ცენტრი დაიწვა. შედეგად დაიღუპა 64 ადამიანი.