სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ორმა მოადგილემ, ირაკლი ჯიქიამ და კობა ქანთარიამ თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ ალექსანდრე მოწერელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და ყოფილ მოადგილეებს მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ჯიქია თანამდებობაზე 2018 წლის აგვისტოდან, ხოლო კობა ქანთარია 2014 წლიდან მუშაობდა.

გუბერნატორმა ბრიფინგზე პირველ მოადგილედ დავით ფარცვანია წარადგინა, რომელიც ირაკლი ჯიქიას შეცვლის. ფარცვანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო, მანამდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში, ასევე სხვადასხვა კერძო და საჯარო დაწესებულებებში.

რაც შეეხება გუბერნატორის კიდევ ერთ მოადგილეს, როგორც ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს კადრის შერჩევა.

თანამდებობაზე დარჩნენ გუბერნატორის მოადგილეები ნინო ვიბლიანი და მალხაზ თორია.