სოზარ სუბარმა ქუთაისში იმერეთის გუბერნატორი შავლეგ ტაბატაძე წარადგინა
სოზარ სუბარმა ქუთაისში იმერეთის გუბერნატორი შავლეგ ტაბატაძე წარადგინა

იმერეთის გუბერნატორი, შავლეგ ტაბატაძე რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ქუთაისში, მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და იმერეთის მაჟორიტარ დეპუტატებს წარუდგინა.

ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციაში შავლეგ ტაბატაძე სოზარ სუბართან ერთად მივიდა.

„მთავარი ამოცანა გუბერნატორებისთვის იქნება, ფეხი აუწყონ ქვეყანაში მიმდინარე სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას და შეასრულონ ერთგვარი ხიდის როლი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის”,-განაცხადა ახალი გუბერნატორის წარდგენისას სოზარ სუბარმა.

შავლეგ ტაბატაძის თქმით, ის ყველა რაიონში ჩავა და ადგილზე გაეცნობა მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას.

„ჩემთვის მთავარია გუნდური მუშაობა. ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავ“,- განუცხადა 1-ელ არხს ახალმა გუბერნატორმა.