სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ფესტივალ „გზა ერთობისკენ რუხი-2018“-ის ფარგლებში, ზუგდიდში სპორტული მანქანების გამოფენა დაათვალიერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ფესტივალ „გზა ერთობისკენ რუხი-2018“-ის ფარგლებში, ზუგდიდში სპორტული მანქანების გამოფენა დაათვალიერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ფესტივალ „გზა ერთობისკენ რუხი- 2018“-ის ფარგლებში, ზუგდიდის ცენტრში სპორტული მანქანების გამოფენა დაათვალიერა. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, მსგავსი სახის აქტივობები რეგიონში ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას და ტურისტების მოზიდვა შეუწყობს ხელს.

გამოფენაზე პროფესიონალმა მრბოლელებმა მოქალაქეებს და ზუგდიდს სტუმრებს მანქანების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ქალაქის ცენტრიდან სიმბოლური მსვლელობა გაიმართა ენგურის ხიდის მიმართულებით. დღეს კი რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შეჯიბრება წყვილთა რბოლაში “რუხი გრანპრი-2018” ჩატარდება. რბოლაში 12 ლიცენზირებული (პროფესიონალი) ქართველმა ავტომრბოლელი იასპარეზებს.

ღონისძიება ტარდება საპარტნიორო ფონდის, რუხის სავაჭრო ცენტრის და სპორტული კლუბი MIA FORCE-ს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით და სხვადასხვა კომპანიის დაფინანსებით.