სასამართლო სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
სასამართლო სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

სასამართლო სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პროკურატურა მისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. სხდომას ესწრება ლევან შონია.

ბრალდება თანამდებობაზე მუშაობის პერიოდს უკავშირდება. როგორც პროკურორმა სხდომაზე განმარტა, ლევან შონიამ უკანონო საჩუქარი – 10 000 დოლარი ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასგან მიიღო.

ლევან შონია ბრალს არ აღიარებს.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია 26 დეკემბერს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების – გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა.

ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს.