კანონმდებლობის მიხედვით, ზუგდიდისა და ჭიათურის მერების არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს
კანონმდებლობის მიხედვით, ზუგდიდისა და ჭიათურის მერების არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, არჩევნები ინიშნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით და ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა, ცესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.

მერის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი მერის არჩევის პროცედურებსა და ვადებს საარჩევნო კოდექსის 169 მეორე პრიმა მუხლი არეგულირებს.

კოდექსში ვკითხულობთ, რომ მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში ან ოქტომბერში. კანონის მიხედვით, თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე პერიოდში შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში.

დღეის მდგომარეობით, მერი ორ მუნიციპალიტეტს არ ჰყავს. ჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. ზუგდიდის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვასუს-მა ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე  დაიწყო.

დატოვე კომენტარი