თენგიზ ჯგუშია აცხადებს, რომ ზუგდიდის მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თვითმმართველობის განვითარების ახალ მოდელს შექმნის
თენგიზ ჯგუშია აცხადებს, რომ ზუგდიდის მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თვითმმართველობის განვითარების ახალ მოდელს შექმნის

სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თვითმმართველობის განვითარების ახალ მოდელს შექმნის.

თენგიზ ჯგუშიამ ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„შეიქმნება საქართველოს თვითმმართველობის ინსტიტუციური განვითარების ფედერალური ფონდი და ცენტრი, რომლის სამოდელო ქალაქი გახდება ზუგდიდი, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. ეს ფონდი მოემსახურება სრულიად საქართველოში თვითმმართველობის განვითარებას“, – განაცხადა ჯგუშიამ.

მისი თქმით, ფონდი როტაციის პრინციპით გადავა სხვადასხვა ქალაქშიც.

თენგიზ ჯგუშია ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. მისი თქმით, ის ხვალ რეგისტრირდება, როგორც დამოუკიდებელი და უპარტიო კანდიდატი.