ხულოში მერის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ხულოში მერის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ხულოში მერის რიგგარეშე არჩევნები მშვიდ ვითარებაში დაიწყო. საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 54-ივე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათიდან პროცედურების დაცვით დაიწყო.

24 123-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა დღეს არჩევანი მერობის 14 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.

დილიდან ხალხმრავლობაა ხულოს პირველ საარჩევნო უბანზე. გახსნიდან პირველივე წუთებში უბანზე ამომრჩეველთა რიგი დაფიქსირდა.

„საარჩევნო პროცესი დაიწყო მშვიდ ვითარებაში. 08:00 საათზე უკვე მოვიდა პირველი ამომრჩეველი, 925 ამომრჩეველია რეგისტრირებული ხულოს 84 ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე და ველოდებით მაღალ აქტივობას”, – განაცხადა საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, ჯუმბერ ბოლქვაძემ.